რატომ უნდა გახდეთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი?
- წევრობა მოგცემთ საშუალებას მონაწილეობა მიიღოთ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ინიციატივებში, აგრეთვე წამოაყენოთ ახალი იდეები და რეალური წვლილი შეიტანოთ საქართველოში არბიტრაჟის განვითარებაში;
- შეუერთდეთ 50-ზე მეტ მოქმედ არბიტრს, რომელიც უკვე ასოციაციის წევრია;
- დაესწროთ ასოციაციის მიერ გამართულ პროფესიულ შეხვედრებს; მიიღოთ შეტყობინებები არბიტრაჟში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოში და საზღვარგარეთ;
- გქონდეთ შესაძლებლობა გახდეთ ასოციაციის მიერ აკრედიტებული არბიტრი.
გაწევრიანებისთვის შეავსეთ ამ გვერდზე არსებული ელექტრონული განაცხადი.
ასოციაციის მიერ წერილობითი შეტყობინების მიღების შემდგომ წევრობის მსურველი იხდის წევრობის წლიურ გადასახადს.
გაცნობებთ, რომ არბიტრთა ასოციაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, წევრობის წლიური გადასახადია 100 ლარი
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებია:
ა.ა.ი.პ საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ბანკი: სს თიბისი ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE38TB7348436020100003
ბანკის კოდი: TBCBGE22