საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია

2018 წლის 29 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში, ხოლო 30 ნოემბერს ქალაქ ბათუმში, პრაქტიკოსი იურისტებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებისათვის გამართა ტრენინგი თემაზე არბიტრაჟის აქტუალურ საკითხები და ეთიკა არბიტრაჟში.

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა არბიტრაჟის აქტუალური საკითხების განხილვა დაინტერესებულ იურისტებთან, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის, კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა, ისევე როგორც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული „არბიტრთა ეთიკის კოდექსის“ და მისი აღსრულების მექანიზმებისა პრეზენტაცია და არბიტრთა ეთიკის ზოგადი პრინციპების მიმოხილვა.

 

ტრენინგის მომხსენებლები იყვნენ ქალბატონი ანა ნებიერიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „არბიტრაჟების დეპარტამენტის“ უფროსი მრჩეველი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ADR-ის კომიტეტის წევრი; ქალბატონი იამზე ლეგაშვილი - დავების განმხილველი ცენტრი-ს საარბიტრაჟო სასამართლოს

თავმჯდომარე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი და ბატონი ვახტანგ ხმალაძე - საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი.

 

სამუშაო შეხვედრები ინტერაქტიული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ, განიხილეს მისი უპირატესობები და დავის პროცესში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხები. განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა საარბიტრაჟო დათქმის შედგენის თავისებურებანი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსულებასთან დაკავშირებული საკითხები, ეთიკის ვალდებულება და მნიშვნელობა, ისევე როგორც საქართველოს სასამართლოების პრაქტიკა.

 

ვიმედოვნებთ, რომ არბიტრაჟის მიმართულებით ადვოკატთა ტრენინგის მიზნით, თანამშრომლობა საქართველოს არბიტრთა ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის 2019 წელსაც გაგრძელდება.

2018 წლის 26 ნოემბერს სასტუმრო თბილისი მერიოტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ბანკების ასოციაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციისწარმომადგენლებსა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრებს შორის.

 

შეხვედრის მიზანი იყო არბიტრთა ასოციაციის მიერ შემუშავებული სამომხმარებლო არბიტრაჟის კონცეფციის განხილვა და მოსაზრებების გაცვლა. ამ კონტექსტშისამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომხმარებლო არბიტრაჟის არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე, ისევე როგორც ისაუბრეს ეროვნული ბანკისმიერ საკრედიტო ხელშეკრულებებში საარბიტრაჟო შეთანხმების დარეგულირების ინიციატივაზე.

 

არბიტრთა ასოციაცია განაგრძობს სამომხმარებლო არბიტრაჟის საკითხზე მუშაობას და ახლო მომავალში გეგმავს გაფართოვებულ შეხვედრას საფინანსოდაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან და სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიღებული გრანტის ფარგლებში.

2018 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არბიტრაჟის საკითხებზე იმსჯელა.

 

კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა ისაუბრეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2017 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოში არბიტრაჟის არსებული მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესწავლას; კვლევა ასევე მოიცავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას.

 

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, სოფიო ტყემალაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის საქმიანობა და მიზნები გააცნო, ისაუბრა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობისა და მათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

 

კომიტეტის წევრებმა და ასოციაციის თავმჯდომარემ დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს საქართველოში არბიტრაჟის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ძირითად პრობლემებზე.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ქალბატონმა ეკა ბესელიამ გამოხატა კომიტეტის დაინტერესება არბიტრაჟის საკითხების მიმართ და გამოთქვა მზაობა ამ მიმართულებით განხილვების გაგრძელებაზე.

 

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას რომელიც 2018 წლის ბოლოს წარედგინება პარლამენტს გაფართოებულ სამუშაო ჯგუფში განხილვების გაგრძელების მიზნით.

2018 წ. 6 ივნისს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა დისციპლინური კომისიის ახლადარჩეულ წევრებსა და დისციპლინური წარმოების წესების შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფს შორის. შეხვედრა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დისციპლინური წარმოების წესების პრაქტიკული ასპექტების მიმოხილვა და  არსებული პრობლემატური საკითხების განხილვა დისკუსიის ფორმატში.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დისციპლინური წარმოების წესების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის წევრები: თამარ ხუბულური, კახა წიქარიშვილი, ვახტანგ ხმალაძე, ირაკლი კორძახია და ლაშა ნოდია; ასოციაციის დისციპლინური კომისიის წევრები: ზვიად კორძაზე, გიორგი ჯუღელი, ლევან ნანობაშვილი, ლინა ჯიქია და მაკა ნაჭყებია. 

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფიო ტყემელაძე და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი ლიანა ქარცივაძე.

2018 წლის 4 მაისს, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართა. კრებაზე გახსნითი სიტყვით წარდგა UNDP-ის წარმომადგენელი რუსუდან ტუშური და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის მხარდაჭერის პროექტი გააცნო.

 

 

საერთო კრების პირველი ნაწილი არბიტრთა ეთიკის სტანდარტების განხილვასდაეთმო . წევრებმა დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ეთიკურ გამოწვევებზე და პრაქტიკაში არსებულ პრობლემებზე. ამის შემდგომ, ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ კრებას გამგეობის მიერ ინიცირებული წესდებაში შესატანი ცვლილებები წარუდგინა. ასოციაციის წევრებმა იმსჯელეს და კვალიფიციური უმრავლესობით დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რომელთა შედეგად ყოველწლიური საწევრო გადასახადი გახდა 100 ლარი (ნაცვლად 50 ლარისა) ხოლო კრების ქვორუმი გახდა 25% (ნაცვლად 50%-ისა.). ცვლილებების მიზანია ხელი შეუწყოს არბიტრთა ასოციაციის საქმიანობის მდგრადობას და მოქნილობას.

 

კრების ბოლო ნაწილში წარდგენილ იქნენ ასოციაციის დისციპლინური კომისიის წევრობის კანდიდატები. ნომინირებული 8 კანდიდატიდან კრებამ ფარული კენჭისყრით დისციპლინური კომისიის შემდეგი 6 წევრი აირჩია: ლევან ნანობაშვილი, ლინა ჯიქია, ნინო ბაქაქური, გიორგი ჯუღელი, ზვიად კორძაძე და მაკა ნაჭყებია. დისციპლინური კომისიის წევრების არჩევა მნიშნველოვანი და საბოლოო ნაბიჯია არბიტრთა ეთიკის კოდექსისა და არბიტრთა ასოციაციის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წარმოების წესების პრაქტიკაში ასამოქმედებლად.

გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)
გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)
გზამკვლევი არბიტრაჟში (მეორე წიგნი)
Short-Term Expert on Arbitration
Short-Term Expert on Arbitration
Short-Term Expert on Arbitration
ახალი სამუშაო ჯგუფები
ახალი სამუშაო ჯგუფები
ახალი სამუშაო ჯგუფები
იმიტირებული სასამართლო პროცესი
იმიტირებული სასამართლო პროცესი
იმიტირებული სასამართლო პროცესი

გაგვაცანით თქვენი ინტერესები და საჭიროებები! რა საკითხზე ისურვებდით სასწავლო მოდულის/ტრენინგის/სამუშაო შეხვედრის ჩატარებას?

რა იქნებოდა თქვენვის მისაღები ხანგრძლივობა?

 

 

მოგვწერეთ მითითებულ ელ.ფოსტაზე: gaa.arbitration@gmail.com
შემოუერთდით ასოციაციას დღესვე!