საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში!
I ეროვნული შეჯიბრი კომერციულ არბიტრაჟში!

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, USAID-ის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ მხარდაჭერით, მართავს იმიტირებულ პროცესს კომერციულ არბიტრაჟში.

 

იმიტირებული პროცესის მიზანია ხელი შეუწყოს კომერციული სამართლისა და კომერციული არბიტრაჟის შესწავლას და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებას იურისტებში. 

 

შეჯიბრის ზეპირი ნაწილი გაიმართება 2021 წლის 9-11 აპრილს.

 

შეჯიბრზე გუნდების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 დეკემბერი!

 

ვის შეუძლია მიიღოს მონაწლეობა?

 

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  საქართველოს ნებისმიერი ავტორიზებული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს (რეგისტრაციის მომენტისათვის სტუდენტს დამთავრებული ჰქონდეს ბაკალავრიატის მე-2 კურსი მაინც).  შეჯიბრში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ პრაქტიკოს იურისტებს, რომლებიც შეჯიბრში მონაწილეობის მომენტისთვის არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. 

 

ერთი უნივერსიტეტიდან შეჯიბრში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს მხოლოდ 1-მა გუნდმა. თითო გუნდი უნდა შედგებოდეს 2 - 4 მონაწილისა და არაუმეტეს 2 მწვრთნელისა.

 

როგორ წარიმართება შეჯიბრი?

 

შეჯიბრი გაიმართება ქართულ ენაზე და შედგება ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი მოიცავს წერილობითი დოკუმენტების მომზადებას. თითოეული მონაწილე გუნდი მოამზადებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო შესაგებელს. მეორე ეტაპი შედგება ზეპირი გამოსვლებისგან, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ არგუმენტები საარბიტრაჟო ტრიბუნალის წინაშე. 

 

დამატებით ინფორმაცია იმიტირებული პროცესის შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენის ვადები, წესები და ზეპირი გამოსვლების პროცედურა მოცემულია შეჯიბრის წესებში.

 

იმიტირებული პროცესის საქმის მასალების (პრობლემის) გამოსვლამდე, რეგისტრირებული გუნდების მომზადების მიზნით, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია, „არბიტრაჟის ინიციატივა - საქართველოს“-სთან ერთად, ჩაატარებს სემინარების სერიას: „შესავალი არბიტრაჟში“ და „სამართლებრივი წერა“, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის გაღრმავებას და მათ შეჯიბრისთვის მომზადებას.

 

როგორ შეიძლება გავიგოთ მეტი ინფორმაცია შეჯიბრის შესახებ?

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბროშურა და შეჯიბრის წესები.

საინფორმაციო შეხვედრა შეჯიბრის შესახებ, სადაც გექნებათ შესაძლებლობა დასვათ ნებისმიერი კითხვა და გაიგოთ მეტი შეჯიბრის შესახებ, გაიმართება 2020 წლის 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მიზნით, მოგვწერეთ: gaacompetitions@gmail.com (სათაურში მიუთითეთ “საინფორმაციო შეხვედრა“).

 

აქვე იხილეთ შეჯიბრის საქმე და საქართველოს არბიტრთა ასოციციის Ad Hoc საარბიტრაჟო წესები.