საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ვებინარი თემაზე: საინვესტიციო არბიტრაჟი
ვებინარი თემაზე: საინვესტიციო არბიტრაჟი

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემია

 გთავაზობთ ვებინარს თემაზე

 

 

საინვესტიციო არბიტრაჟი: შესავალი

 

ვებინარი დაყოფილია ორ ნაწილად და მიზნად ისახავს მსმენელს მიაწოდოს საბაზისო ინფორმაცია, ერთი მხრივ, საინვესტიციო დავების არსებით ნაწილზე (ძირითადი დაცვის სტანდარტებზე), მეორე მხრივ კი ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავის გადაყწვეტის მექანიზმებზე და განსაკუთრებით საინვესტიციო არბიტრაჟის თავისებურებებზე კომერციულ არბიტრაჟთან შედარებით.

 

სემინარს წარუძღვება არბიტრთა ასოციაციის წევრი - დავით ხაჭვანი

 

დავით ხაჭვანი საერთაშორისო იურიდიული ფირმის, ლევი კაუფმან-კოლერის უფროსი იურისტია. ის სპეციალიზებულია საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო დავებზე, სახელმწიფოების და კერძო და საჯარო აქტორების მონაწილეობით. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დავითს მონაწილეობა აქვს მიღებული 30მდე საარბიტრაჟო დავაში, როგორც მხარის წარმომადგენელს, არბიტრს ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის მდივანს. აღნიშნული დავები წარმოებდა ICC, AAA, SCC, SIAC, LCIA, ICSID და UNCITRAL წესების მიხედვით.

დავითი არის ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი. ასევე, მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჟენევის უნივერსიტეტის საერთაშორისო დავების მოგვარების სამართლის პროგრამის (MIDS) ფარგლებში. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი საერთაშორისო არბიტრაჟის და საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართულებით.

 

5 ნოემბერი, 17:00 : საინვესტიციო დავების არსებითი ნაწილი (ძირითადი დაცვის სტანდარტები)

6 ნოემბერი, 17:00 : საინვესტიციო დავების გადაწყვეტის მექანიზმები (პროცესუალური ნაწილი და შედარება კომერციულ არბიტრაჟთან)

 

თითოეული ვებინარი გაგრძელდება 90 წუთი და შემდგომ იქნება 30 წუთის განმავლობაში კითხვა-პასუხის შესაძლებლობა.

 

ვებინარზე დასწრება არის უფასო. ამასთან, არბიტრთა ასოციაცია მიესალმება შემოწირულობებს და თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, შეგიძლიათ ასოციაციის ანგარიშზე (ანგარიშის ნომერი: GE38TB7348436020100003, მიმღები: ა.ა.ი.პ. საქართველოს არბიტრთა ასოციაცია) გადარიცხოთ ის თანხა, რასაც გადაიხდიდით ამ ვებინარში ის უფასო რომ არ ყოფილიყო. შემოწირულობები მოხმარდება ასოციაციის მიერ პირველი ეროვნული სტუდენტური შეჯიბრის ჩატარებას არბიტრაჟში. გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ: "შემოწირულობა სტუდენტური შეჯიბრისთვის". გმადლობთ

 

საინფორმაციო ბროშურა

 

რეგისტრაცია