საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ვილემ ვისის თბილისის ფრი-მუთის დაჯილდოება
ვილემ ვისის თბილისის ფრი-მუთის დაჯილდოება

2020 წლის 21-23 თებერვალს, გაიმართა ვილემ ს. ვის-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესის თბილისის რიგით მე-9 მოსამზადებელი შეჯიბრის (9th Tbilisi Vis Pre-Moot).  Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. თბილისის მოსამზადებელ რაუნდზე წელს მონაწილეობას იღებდა 15 გუნდი, 8 ქვეყნიდან.

 

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ღონისძიების ყოველწლიური მხარდამჭერია. მიმდინარე წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმდომარემ, სოფიო ტყემალაძემ, მონაწილეობა მიიღო 21 თებერვლის კონფერენციაში, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის შეჯიბრის აქტუალურ და პრაქტიკულ საკითხებს.

 

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ დააწესა სპეციალური პრიზი საუკეთესო ქართველი/უცხოელი გამომსვლელისთვის. ღონისძიების ბოლო დღეს, 23 თებერვალს, როდესაც გამოვლინდნენ მოსამზადებელი შეჯიბრის გამარჯვებულები, სოფიო ტყემალაძემ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სპეციალური პრიზი გადასცა ჰამბურგის უნივერსიტეტის (University of Hamburg) გუნდის წევრს - Niklas Holz-ს.