საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება
პრაღის წესების ოფიციალური გამოშვება

14 დეკემბერს, პრაღაში, "საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესის ეფექტური ორგანიზების წესების (პრაღის წესები)“ კონფერენცია და საზეიმო ხელმოწერა გაიმართა, რითიც დასრულდა პრაღის წესებზე 10 წლიანი მუშაობის პროცესი.

 

პრაღის წესებისთვის მიძღვნილ კონფერენციას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების150-მდე პრაქტიკოსი არბიტრი, ექსპერტი და იურისტები ესწრებოდნენ.

 

პრაღის წესები არეგულირებს მტკიცებულების მიღების წესებს საერთაშორისო არბიტრაჟში. მხარეებს საშუალება აქვთ აირჩიონ წესები როგორც სავალდებულო ან დამხმარე ინსტრუმენტად. IBA-ს წესებისგან განხსვავებით პრაღის წესები უფრო ინკვიზიციური ხასიათისაა და აქცენტს აკეთებს ტრიბუნალის აქტიურ როლზე საარბიტრაჟო პროცესში.

 

საქართველოდან პრაღის წესების მხარდამჭერი ორგანიზაციები გახდნენ საქართველოს არბიტრთა ასოციაცია და ,,დავების განმხილველი ცენტრი“.

 

პრაღის წესებს მხარს უჭერს მსოფლიოს მრავალი საარბიტრაჟო დაწესებულება და პროფესიული ორგანიზაცია, ასევე მრავალი სპეციალისტი.

 

დეტალური ინფორმაცია პრაღის წესებზე  შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე http://praguerules.com/prague_rules/

 

დამატებითი ინფორმაცია სპიკერებზე და კონფერენციის დღის წესრიგზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://gar.live/prague2018