საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
არბიტრაჟის საკითხების განხილვა პარლამენტში
არბიტრაჟის საკითხების განხილვა პარლამენტში

2018 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არბიტრაჟის საკითხებზე იმსჯელა.

 

კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა ისაუბრეს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ 2017 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში ჩატარებული კვლევის შესახებ, რომელიც ეხებოდა საქართველოში არბიტრაჟის არსებული მდგომარეობისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესწავლას; კვლევა ასევე მოიცავდა არსებული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას.

 

კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე, სოფიო ტყემალაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის საქმიანობა და მიზნები გააცნო, ისაუბრა ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობისა და მათი იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

 

კომიტეტის წევრებმა და ასოციაციის თავმჯდომარემ დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს საქართველოში არბიტრაჟის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ძირითად პრობლემებზე.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ქალბატონმა ეკა ბესელიამ გამოხატა კომიტეტის დაინტერესება არბიტრაჟის საკითხების მიმართ და გამოთქვა მზაობა ამ მიმართულებით განხილვების გაგრძელებაზე.

 

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია აგრძელებს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობას რომელიც 2018 წლის ბოლოს წარედგინება პარლამენტს გაფართოებულ სამუშაო ჯგუფში განხილვების გაგრძელების მიზნით.