საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
იმიტირებული სასამართლო პროცესი
იმიტირებული სასამართლო პროცესი

2018 წლის 9 თებერვალს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმდომარემ, სოფიო ტყემალაძემ, მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვილემ ს. ვის-ის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესის თბილისის მოსამზადებელი შეჯიბრის მონაწილეებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 14 გუნდი, 6 ქვეყნიდან.

საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ დააწესა სპეციალური პრიზი საუკეთესო ქართველი გამომსვლელისთვის. ღონისძიების ბოლო დღეს, 11 თებერვალს, როდესაც გამოვლინდნენ მოსამზადებელი შეჯიბრის გამარჯვებულები, სოფიო ტყემალაძემ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის სპეციალური პრიზი გადასცა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს გუნდის წევრს - მარიამ სურგულაძეს.