საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
კონფერენცია თემაზე: „ეთიკა არბიტრაჟში“
კონფერენცია თემაზე: „ეთიკა არბიტრაჟში“

საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ორგანიზებით და „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის“ (JILEP) მხარდაჭერით, 2014 წლის 26 ივნისს გაიმართა კონფერენცია "ეთიკა არბიტრაჟში", რომლის მთავარი მიზანიც იყო არბიტრთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაცია.

მომხსენებლების მიერ ეთიკის კოდექსის პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია არბიტრთა ეთიკის ზოგადი პრინციპების შესახებ, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული დამსწრე აუდიტორია.

 

ამასთანავე, კონფერენციის დასკვნით ნაწილში, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ისეთ საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან როგორებიც არიან: "თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი," "დავების განმხილველი ცენტრი" და "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალაასთან არსებული არბიტრაჟი."