საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით 2017 წლის 16 დეკემბერს გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრებაზე ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, სოფიო ტყემალაძემ და მისმა მოადგილემ, ლაშა ნოდიამ შეაჯამეს განვლილი 2017 წელი და გააცნეს დამსწრე წევრებს 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები, ისევე, როგორც, ასოციაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები. მმართველი საბჭოს წევრებმა ირაკლი კორძახიამ და ვახტანგ ხმალაძემ საერთო კრებას წარუდგინეს დებულება დისციპლინური საქმისწარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ. კრების დროს გამოითქვა არაერთი მოსაზრება ასოციაციის განვითარებისა და მისი საქმიანობის გაფართოვებისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო ფორმატის შექმნის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს საერთო კრების წევრებს დაურიგდათ სოფიო ტყემალაძსა და გიორგი კეკენაძის ავტორობით შექმნილი არბიტრაჟის გზამკვლევი.