საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება
საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება

20 თებერვალს გაიმართა საქართველოს არბიტრთა ასოციაციის საერთო კრება. კრების დღის წესრიგი მოიცავდა არბიტრთა ეთიკის კოდექსის პრეზენტაციას და მის დამტკიცებას. კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცებულ იქნა არბიტრთა ეთიკის კოდექსი.

 

ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარმოადგინეს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლაშა ნოდიამ და გამგეობის წევრებმა - ლევან ჯანაშიამ და ირაკლი კორძახიამ.

 

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში შექმნილისამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობდა ეთიკის კოდექსზე. კოდექსზე სამუშაოდ ასოციაციას 4-11 ნოემბერს ეწვია ამერიკელი ექსპერტი ემი შმიდცი, რომელმაც სამი დღის განმავლობაში (5,6,7) ჩაატარა შეხვედრები ეთიკის კოდექსის სამუშაო ჯგუფთან ასოციაციის ოფისში. 8 ნოემბერს კი JILEP-ის მხარდაჭერით გაიმართა გასვლითი შეხვედრა და მოხდა ეთიკის კოდექსის საბოლოო ტექსტის შემუშავება. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჩვენი ასოციაციის გამგეობის წევრები, ასევე JILEP-ის წარმომადგენლები.