საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ირაკლი კორძახია

ირაკლი კორძახია არის სპსკორძახია, ჟღენტი“- პარტნიორი. მას აქვს მიღებული სამართლის ბაკალავრის ხარისხი რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან და ასევე მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტიდან. ამასთანავე მას აქვს მიიღებული სერტიფიკატი საბანკო საქმიანობის წარმოებაში UC Davis-ის მიერ (კალიფორნია).

ირაკლი კორძახია არის სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრიახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი 1996 წლიდან, ადვოკატთა ასოციაციის წევრი 2005 წლიდან, საქართველოს ლიზინგის ასოციაციის წევრი 2005 წლიდან, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის საბჭოს თავმჯოდმარე 2010 წლიდან.

1999-2002 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკისა და სასოფლო-სამეურნეო განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრში, საკრედიტო კავშირების კანონპროექტის შექმნაზე, ატარებდა ლექციებს საკრედიტო კავშირების მენეჯერებისთვის. 2003-2004 წლებში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) პროექტის ფარგლებში მუშაობდა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კანონდმებლობის ცვლილებებზეკერძოდ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობაზე ევროკავშირის დირექტივებთან. 2004-2009 წლებში ACDI/VOCA- მიერ განხორციელებული USAID-ის პროექტის ფარგლებში მუშაობდა ლიზინგის კანონპროექტზე.

ირაკლი კორძახიას სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებში,- როგორიცაარეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ასევე საბანკო სექტორშისსაბსოლუტ ბანკში”, სსთბილინტერბანკშიიურიდიული სამსახურის უფროსად.