საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
სოფიო ტყემალაძე

სოფიო ტყემალაძე არის დამოუკიდებელი პრაქტიკოსი (არბიტრი, მედიატორი, დავების გადაწყვეტის საბჭოს წევრი) და კონსულტანტი საერთაშორისო (UNDP, ADB, USAID, GIZ) და ქართული ორგანიზაციებისთვის მედიაციის, არბიტრაჟის და დავების გადაწყვეტის სისტემების და პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით.

USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტში (JILEP) მუშაობისას სოფომ წარადგინა მნიშვნელოვანი ცვლილებები „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში შესატანად, რომლებიც ძალაში 2015 წელს შევიდა, შეიმუშავა სასამართლო მედიაციის პირველი საპილოტე პროექტი და იყო მრჩეველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსში სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებული დებულებების შემუშავებისას. ამჟამად იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სადაც აგრეთვე დააფუძნა და ხელმძღვანელობს ეფექტიანი კომუნიკაციისა და ლიდერობის ცენტრს (CECL).

სოფო ფლობს მაგისტრის ხარიხს საჯარო ადმინისტრირებაში ჰარვარდის კენედის სახელობის სახელმწიფო სკოლიდან, მაგისტრის ხარიხს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და დიპლომს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი არის მასაჩუსეტსის შტატში აკრედიტირებული მედიატორი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული მედიატორი, ისევე როგორც არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის წევრი (FCIArb).

​საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარე