საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ლაშა ნოდია

 

ლაშა ნოდია შპსნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებისდამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია 2005 წლიდან. 1996-2000 წლებში იგი მუშაობდა სს ბანკრესპუბლიკაშიჯერ იურისტად, მოგვიანებით კი იურიდიული დეპარტამენტის უფროსად. 1999 – 2001 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სააუდიტორო კომიტეტის წევრი. ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს კომერციულ სამართალში.  1997 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, 2002-2003 წლებში კი გაიარა ბიზნესის ადმინისტრაციის კურსი თბილისის მენეჯერთა სკოლაში.

ლაშა ნოდია 2012 წლიდან  დავის ეფექტური მოგვარების ცენტრის (CEDR) აკრედიტირებული მედიატორია; 2013 წლიდან  ლონდონის არბიტრთა ინსტიტუტის (CIArb) წევრია; 2013 წლიდან  2016 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს არბიტრთა ასოციაციას; 2014  წლიდან  დღემდე საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო აკადემიის წევრია („Advanced Arbitration Academy for C & E Europe“).         

ლაშა ნოდიას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სემინარსა და კონფერენციაში. იგი გახლავთ საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავჯდომარის მოადგილე. ბატონი ლაშას ძირითადი საქმიანობის სფეროა: უძრავი ქონება (შესყიდვა, დაგეგმვა, განვითარება, პროექტირება, მშენებლობა, მართვა); საკორპორაციო სამართალი (კომპანიათა შესყიდვა, შერწყმა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია); ლიცენზიები და ნებართვები, საგადასახადო სამართალი, საბანკო სამართალი, სამოქალაქო სამართალი.

 ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.