საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
გიორგი თითბერიძე
გიორგი თითბერიძე 1972-1978 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდგომაც მას მიენიჭა სამართალმცოდნეს კვალიფიკაცია.
                        
1985 – 1991 წლები გიორგი თითბერიძე მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სასამართლოებში სამოქალაქო საქმეთა განხილვაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1991 – 1999 წლები განმწესებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ. 1999 წლიდან დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი. 2002 წლიდან დღემდე შპს იურიდიული ფირმის ,,გიორგი თითბერიძე”  დამფუძნებელი და ადვოკატია. 2004 წლიდან 2010 წლამდე მოღვაწეობდა კომანდიტურ საზოგადოებაში ,,სალაყაია, კობალაძე, თითბერიძე”, დამფუძნებელ პარტნიორად და ადვოკატად. 
 
1978 – 1985 წლები  გიორგი თითბერიძე იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო არბიტრაჟის სახელმწიფო არბიტრი; 2009 წლიდან დღემდე მოღვაწეობს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, შპს ,,დავების განხილვის ცენტრის” არბიტრად. 2013 წლიდან დანადამფუძნებელი და წევრია საქართველოს არბიტრთა ასოციაციაში. 2014 წლის ოქტომბრიდან  დიდი ბრიტანეთის არბიტრთა სამეფო ინსტიტუტის (CIArb) წევრია (CMIArb), ხოლო 2015 წლიდან მუდმივმოქმედი არბიტრაჟის, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) არბიტრია.
 
 
სამუშაო ენები:
ქართული, რუსული, ინგლისური