საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
გიორგი ბათლიძე

გიორგი ბათლიძე 2012 წლიდან იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“-ს პარტნიორია; მისი სპეციალიზაციაა: საერთაშორისო ბიზნეს ტრანსაქციები, საკორპორაციო სამართალი, საინვესტიციო და საფინანსო სამართალი, ენერგეტიკა (განახლებადი ენერგიის პროექტები), ინტელექტუალური საკუთრების სამართალი. 2009–2012 წლებში იყო იურიდიული ფირმა „ბი-ელ-სი“-ს უფროსი, ხოლო 2008-2009 წლებში იმავე კომპანიის იურისტი. გიორგი ბათლიძე 2005–2006  წლებში მუშაობდა გერმანიაში ადვოკატის თანაშემწედ, იურიდიული ფირმაში მაინეკე და პარტნიორები, ხოლო მანამდე, 2003-2005 წლებში იკავებდა კონსულტანტის პოზიციას  სამშენებლო-არქიტექტურულ კომპანიაში შპს ,,დოკი.

 

1997–2005 წლებში გიორგი ბათლიძე სწავლობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სპეციალობით საერთაშორისო სამართალი. 2001–2005 წლებში სწავლა განაგრძო გერმანიაში „გეორგ-აუგუსტის უნივერსიტეტი გეტინგენში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, კერძო სამართალის მიმართულებით. 2005-2007 წლებში სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში (LLM), რომლის დასრულების შემდგომაც მიენიჭა სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი საკორპორაციო და ბიზნეს სამართალში. 

  

​გიორგი ბათლიძე 2013 წლიდან გერმანიის ბიზნეს ასოციაციის გამგეობის წევრია, 2011 წლიდან საქართველოს პატენტრწმუნებული, 2010 წლიდან „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირის დამფუძნებელი და გამგეობის, ხოლო 2008 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 

  

2016-2017 წლებში ჯგუფთან ერთად იმუშავა გადახდისუუნარობის კანონპროექტზე. გიორგი ბათლიძე 2014-2017  წლებში შემუშავებული სამოქალაქო კოდექსის კომენტარების თანაავტორია (ზიანის ანაზღაურების სამართალი, დელიქტები).  იგი ასევე ავტორია ნაშრომისა ,,ფინანსურ კრიზისში მყოფი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მენეჯერის პასუხისმგებლობა” (2007). გიორგი ბათლიძეს ეკუთვნის სტატიები: ,,საწარმოთა შერწყმის კონტროლის პროცესუალური ასპექტები ევროპულ სამართალში”  (2003) და ,,ბროკერის პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე (2003).

 

გიორგი ბათლიძის სპეციალიზაციაა: საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, გადახდისუუნარობის სამართალი და ინტელექტუალური საკუთრების სამართალი.

 

მშობლიურ ქართულთან ერთად იგი ასევე ფლობს: გერმანულს, ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს