საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
ბექა ინჯია

ბექა ინჯია 2014 წლიდან ,,საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის'' გენერალური მდივანია, ხოლო 2015 წლიდან სს ,,საპარტნიორო ფონდის'' იურიდიული დეპარტამენტის შტატგარეშე იურისტია. 2012 წლიდან იკავებს იურიდიულ საკითხებში მრჩევლის პოზიციას ,,საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატაში''. 2011-2014 წლებში იგი მუშაობდა ჰოლდინგში ,,მეიდან ჯგუფი'' მთავარ იურისტად. 2007-2011 წლებში ბექა ინჯიას ეკავა უფროსი სპეციალისტის პოზიცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში; ხოლო მანამდე- მრჩევლის პოსტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში წარმომადგენლობის სამმართველოში. 

2002-2006 წლებში ბექა ინჯია სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდგომაც მიენიჭა სამართალმოდნეობის ბაკალავრის ხარისხი. 2006-2008 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, რომლის დასრულების შემდგომ მიენიჭა კერძო სამართლის მაგისტრის ხარისხი. 2009-2010 წლებში სწავლობდა პროგრამაზე Geneva Master in International Dispute Settlement, Graduate Institute of international and Development Studies, რომლის დასრულების შემდგომაც მიენიჭა მაგისტრის (LLM) ხარისხი. 

ბექა ინჯია არაერთი სემინარისა და კონფერენციის მონაწილეა. სხვადასხვა წლებში ის იყო წევრი ახალგაზრდული კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოში, კერძო სამართლის რეფორმის უწყებათაშორის საბჭოში, არბიტრაჟის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში.

მშობლიური ქართულის გარდა ბექა ინჯია ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს